საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიაში თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს დროის უაღრესად მოკლე მონაკვეთი უკავია. როგორც ერთიანი, ისე ცალკეულ სახელმწიფოებრივ ერთეულებად დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო ყველაზე ხანგრძლივად მონარქიული სახელმწიფო იყო, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს პირველ ანექსიამდე (1801-1864 წწ.) იარსება. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის შემდეგ, სახელმწიფოებრიობაწართმეულ ქართველ ერს კიდევ 117 წელი მოუწია მონარქიული სახელმწიფოს – რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ქართველი ერი თავის ისტორიაში პირველად შეუდგა დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობას. წინამდებარე სტატიაში განხილულია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ-სამართლებრივი ასპექტები, დამოუკიდებლობის აქტის იურიდიული
ბუნება, მისი მნიშვნელობა რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ანექსიის (1921) შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (1991 წლის 9 აპრილი) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში
1. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად (უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე).
თბილისი, 2012, ტ. III, ტ. IV.
2. ქართული სამართლის ძეგლები. თბილისი, 1965, ტ. II.
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული
1918-1921. თბილისი, 1990.
4. ალექსანდრე ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.).
თბილისი, 2001.
5. ბექა ქანთარია. კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში. თბილისი, 2013.
6. ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში. მოგონებები, ნარკვევები. თბილისი, 2011.
7. გურამ შარაძე, გიორგი შარაძე. ისტორიული რელიკვიების დაბრუნება (1918-1921).
თბილისი, 2001.
8. პაატა სურგულაძე. ქართული პარლამენტის სათავეებთან. თბილისი, 1991.
9. პაატა ცნობილაძე. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ორ ტომად, ტომი I,
თბილისი, 2004.
10. ლევან ალექსიძე. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. თბილისი, 2013.
11. ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები. თბილისი, 2016.
12. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. ლექსიკონი-ცნობარი. თბილისი, 2003.
13. ვასილ გონაშვილი, ქეთევან ერემაძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კახიანი, გიორგი კვერენჩხილაძე, ნანა ჭიღლაძე. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი.
თბილისი, 2017.
14. რონა კ.მ. სმიტი. ადამიანის საერთაშორისო უფლებები. თბილისი, 2005.
15. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბილისი, 2018.
16. მალხაზ მაცაბერიძე. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. შემუშავება და მიღება.
თბილისი, 2008.
17. დიმიტრი გეგენავა, ბექა ქანთარია, ლანა ცანავა, თენგიზ თევზაძე, ზურაბ მაჭარაძე,
პაატა ჯავახიშვილი, თინათინ ერქვანია, თამარ პაპაშვილი. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი. თბილისი, 2015.
18. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები. თბილისი, 1991, №4