მთავარი
მისია

ჟურნალი "იუსტიცია - Iustitia" საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაარსდა 2021 წელს, გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამართლის მეცნიერების განვითარებას ქვეყანაში. "იუსტიციაში" სტატიების გამოქვეყნების ეთიკა, მათი რეცენზირებისა და რეფერირების, სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობისა და სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით. 

 

"იუსტიციაში", სამეცნიერო სტატიების გარდა, ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები, სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები, სტატიები იმ პირთა შესახებ, რომელებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.