განმწესრიგებელი და არსებითად განხილვის სხდომების გამიჯვნა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში პრაქტიკული დანიშნულებისაა. 2015 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, სწრაფი მართლმსაჯულებისა და პროცესის ეკონომიურობის პრინციპების დასაცავად მნიშვნელოვანია მკაფიო ზღვარი არსებობდეს ამ ორი სხდომის პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებს შორის. თუმცა აღნიშნულმა არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილეთა სამართლებრივი ინტერესები და გამორიცხოს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მათი ადეკვატური დაცვა.
მოქმედი კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ძირითადი უფლების შეზღუდვის შეფასება საქმის არსებითად განხილვის სტადიაზეც.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმების ანალიზი განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ძირითადი უფლების შეზღუდვის შეფასების სასარგებლოდ ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პოზიცია მხარდაჭერილია მოსამართლეების მხრიდან არსებითად განხილვის არაერთ სხდომაზე, რაც სხდომების ოქმებსა და აუდიო-ვიდეოჩანაწერებში დასტურდება.
არსებულ ვითარებაში მოცემული საკითხის სამართლებრივი ანალიზი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, ახალგამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებისა თუ არგუმენტების საფუძველზე, არაფერი გამორიცხავს განმწესრიგებელი განხილვის დროს შეფასებული ფაქტების ხელახალ შეფასებას.
გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევებში, განსხვავებულად განვითარებულა სასამართლო პრაქტიკაც.
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია, 24/08/1995.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, 31/01/1996.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, 21/03/1996.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი, 14/02/2020. ეროვნული სამეცნიერო ლიტერატურა 1. კახიანი გ., საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი და მისი ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში: კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი, 2008.
2. ლოლაძე ბ., მაჭარაძე ზ., ფირცხალაშვილი ა., საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, თბილისი, 2021.
3. ბარამაშვილი თ., მაჭარაშვილი ლ., კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის სტანდარტები (პრაქტიკული სახელმძღვანელო), 2021.
4. ერემაძე ქ., ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2013.
5. ავტორთა კოლექტივი, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2021.
6. ავტორთა კოლექტივი, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2021.
უცხოენოვანი ლიტერატურა
1. Loladze B., Das Rechtsstaatsprinzip in der Verfassung Georgiens und in der Rechsprechung des Verfassungsgerichts Georgiens, Potsdam, 2014.
2. Hopfauf A., Kommentar zum Art. 93 GG, in: Schmidt-Bleibtreu B., Klein F. (Begr.), Hofmann H., Hopfauf A. (Herg.), GG – Kommentar zum Grundgesetz, 12. Auflage, Köln, 2011.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1792 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 35.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის 2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“