ნაშრომში განხილულია გუსტავ რადბრუხის, გეორგ იელინეკისა და ჰანს კელზენის პოზიტიური სამართლის მოძღვრებები. გეორგ იელინეკისა და გუსტავ რადბრუხის პოზიტივიზმი სოციალურ სინამდვილეს ეფუძნებოდა. ჰანს კელზენი, ამის საპირისპიროდ, სამართლის საწყისად ნორმას აღიარებდა და მას „ასუფთავებდა“ ყოველგვარი სოციალური „დანამატებისგან“. რადბრუხის სამართლის იდეა მოიცავდა სამართლიანობას, მიზანშეწონილობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას. ამ სამი ანტიპოდის ჩარჩოებში განხილულია გერჰარდ კეგელის ინტერესის თეორია შესაბამისი კოლიზიურსამართლებრივი თავისებურებებით. ნაშრომში ამავდროულად წარმოდგენილია გეორგ იელინეკის „ფაქტიურის ნორმატიული ძალის“ თეორია და ჰანს კელზენის ნორმატივიზმის პოზიციებიდან დანახული საერთაშორისო კერძო სამართლის მოძღვრება. პოზიტიური სამართლის ორივე მიმართულება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ფონზეა გამოკვლეული. ავტორს მიაჩნია, რომ თანამედროვე მეცნიერება და პრაქტიკა უმეტესწილად სამართალის ახსნის სოციალურ მეთოდებს ეყრდნობა, თუმცა კონკრეტულ მოცემულობებში შესაძლებელია ნორმატივიზმის ცალკეული დებულებების გამოყენებაც.
- ა. ვაჩეიშვილი, Kelsen-ის მოძღვრება სამართალსა და სახელმწიფოზე, ზვიად კორძაძის გამომცემლობა, თბილისი, 2020.
- G. Radbruch, Rechtsphilosophie, Achte Auflage, K.F.Koehler Verlag, Stuttgart, 1973.
- G. Kegel, Internationales Privatrecht, ein Studienbuch, C.H. Beck’sche Verlagsbuchhandlung,München, 1987.
- H. Mansel (Hrsg.), Internationales Privatrecht im 20. Jahrhundert, Der Einfluss von GerhardKegel und Alexsander Lüderitz auf das Kollisionsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2014.
- H. Kelsen, Reine Rechtslehre, Verlag Österreich, Wien, 2000.
- H. Kelsen, Vom Wesen und Wert der Demokratie, Verlag C.B. Mohr (Paul Siebeck), Tübingen,1920.
- H. Kelsen, Hauptprobleme der Staatsrechtslehre, Verlag von J. C. Mohr (Paul Siebeck),Tübingen, 1923.
- H. Kelsen, Werke, Band 4, Das Problem der Souveränität und die Theorie des Völkerrechts.Beitrag zu einer reinen Rechtslehre, Mohr Siebeck, Tübingen, 2013.
- G. Jellinek, Das Recht des modernen Staates, Erste Band, Allgemeine Staatslehre, Verlag vonO. Härtig, Berlin, 1905.
- D. Horster, Rechtsphilosophie zur Einführung, Junius Verlag GmbH, Hamburg, 2002.
- F. Dörfelt, Gesetzgebungsziele im interbationalesn Privatrecht, eine theoretische undpraktische Betrachtung,Verlag Bucerius Law School Press, Hamburg, 2017