მთავარი
ავტორთა საყურადღებოდ
წარმოსადგენი მასალის ტექნიკური სტანდარტები: მასალა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
  1. უნდა შეიცავდეს:

    • მასალის სათაურს;
    • რეფერატს (300 სიტყვა);
    • სამ საკვანძო სიტყვას, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს არსებით სათქმელს;
    • ძირითადი კორპუსის დიზაინს (პარაგრაფებად და ქვეპარაგრაფებად, პუნქტებად და ქვეპუნქტებად ან სხვა რომელიმე სტრუქტურული ერთეულის სახით);
    • მოკლე შეჯამებას (300 სიტყვა);
    • გამოყენებულ ლიტერატურას.
    • ავტორის სახელსა და გვარს, სამეცნიერო ხარისხს, აკადემიურ ან სხვა თანამდებობას;
       
  2. მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმატში, ასევე, გამონაკლისის წესით, სხვა რომელიმე ევროპულ ენაზე (Microsoft Word). თითოეულის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. წარმოდგენილი სტატიის თარგმანს უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი;
     
  3. მასალა უნდა აეწყოს sylfaen გარნიტურის შრიფტით და A4 ფორმატის ქაღალდის 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ გვერდზე. შრიფტი ‒ 12. სქოლიო ‒ 10; 
     
  4. ავტორს მოეთხოვება სქოლიოში გამოყენებული ლიტერატურა მიუთითოს შემდეგი წესით:

    წიგნის/მონოგრაფიის შემთხვევაში:
    ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია. თბილისი, 1928 წელი. 134

    სტატიის შემთხვევაში:
    იონ ელსტერი, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა. „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“. თბილისი. 2018. 18. 28.

    კრებულის შემთხვევაში:
    რობერტ სპანო, საიუბილეო სამეცნიერო კრებული „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“. თბილისი, 2021. 314-325.

    სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში:
    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის 2/2439 გადაწყვეტილება საქმეზე `საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
     
  5.  სასურველია მასალაში ავტორი მაქსიმალურად მომჭირნედ იყენებდეს სქოლიოში ინტერნეტრესურსებს.
  6.  მასალა უნდა შეიცავდეს პრობლემების სიღრმისეულ მეცნიერულ ანალიზს.
  7.  მასალა არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული.
     

 გამოცემათა გამწესრიგებელი: ბექა ქანთარია (ტელ: +995 599 33 47 70)

ელ.მისამართი: iustitia.journal@justice.gov.ge