ნაშრომში განხილულია დედობის უფლება და მისი დანაწევრების პრობლემატიკა სუროგაციის დროს, ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების უფლებები. საქართველოს კონსტიტუციით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია. საერთაშორისო აქტები ითვალისწინებენ დედათა განსაკუთრებული უფლებების დაცვას. თუმცა ქართული სამართლის სისტემაში დამოუკიდებელი სამართლებრივი აქტი დედობის უფლებისა და მისი დამცავი მექანიზმების შესახებ არარსებობს. აქედან გამომდინარე, გაეროს მონაცემებით საქართველო მომაკვდავი ერების სიაშია შეტანილი, რაც დემოგრაფიული კრიზისითაა გამოწვეული და, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან სუროგაციის საშუალებით „ბავშვები გაედინებიან“ მთელ მსოფლიოში. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია დედობის უფლების სამართლებრივად გაძლიერებასთან. შესაბამისად, სტატიის მიზანია მიმოიხილოს დედობის უფლება, არსებული და სამომავლოდ საჭირო მისი დამცავი გარანტიები, რაც ქვეყანას დემოგარაფიული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, ასევე განიხილოს სუროგაციის არსებული სამართლებრივი ჩარჩო დედობის უფლებასთან მიმართებაში და განსაზღვროს ის ოქროს შუალედი, რაც საჭიროა ახალი სიცოცხლის სუროგაციით შექმნისათვის ისე, რომ არ დაირღვეს დედათა და ბავშვთა უფლებები.
ნორმატიული აქტები:
1. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“N786, 24/08/1995.
2. საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ საქართველოს პარლამენტი, N786, 26/06/1997.
3. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, საქართველოს პარლამენტი, N1139, 10/12/1997.
4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს პარლამენტი, N4113-რს, 17/12/2010.
5. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, N3132, 25/05/2006 (ძალადაკარგული).
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს პარლამენტი, N1106, 14/11/1997
7. საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, საქართველოს პარლამენტი, N746-IIს 04/05/2017.
8. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება.
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია.
10. ბოგვერაძე ნინო, სუროგაცია/დონაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი, 0175, საქართველო 2017. საერთაშორისო აქტები:
11. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ;
12. Act for Protection of Embryos (The Embryo Protection Act), Federal Law Gazette, Part I, No. 69, issued in Bonn, 19 December 1990, page 2746.
სამეცნიერო ლიტერატურა:
13. გელაშვილი ირმა, სადისერტაციო ნაშრომი: ჩანასახის სამოქალაქო სამართლებრივი მდგომარეობა, 11.05.2012.
14. თეთრაული ციცინო, ეკონომიკური სტაბილიზაციის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში და „ოვერტონის ფანჯარა“, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, http://conferenceconomics. tsu.ge/doc/2020konfint.pdfablo QueirozI Cleonice CaminoII Lilian GalvãoIII Julian SantosIV Natália PequenoV Anderson MathiasVI, Social representations of mothers about human
rights, Arquivos Brasileiros de Psicologia; Rio de Janeiro, 65 (3)
სასამართლო გადაწყვეტილებები:
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, S.H. ANDOTHERS v. AUSTRIA, Application no. 57813/00, Strasbourg, 1 April 2010.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მენესონი საფრანგეთის წინააღმდეგ (საჩივარი #.65192/11), სტრასბურგი, 26 ივნისი 2014 In re Baby M, 537 A.2d 1227, 109 N.J. 396 (N.J. 02/03/1988) სუსგ. საქმე №ბს-874-866(კ-16) 25.04.2017.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, X, Y & Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N 21830/93, 22.04.1997.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, დიკსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N44362/04, 04/12/2007. https://www.court.ge.