თანამედროვე სამყაროსთვის დაპატიმრებულის სტატუსის მქონე ადამიანების მიართ მოპყრობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შიმშილობის დროს პატიმრის ხელოვნური (იძულებითი) კვება, საერთაშორისო პრაქტიკაშესაძლებელია, ოთხი ტიპის მიდგომად დაიყოს. იძულებითი კვების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აუცილებლობის ფაქტორზე, მიზანზე და პროცედურულ გარანტიებზე. ხელოვნური(იძულებითი) კვება, თუ პროცედურული ნორმების დაცვას გაცდება, შესაძლებელია მენტალურ და ფიზიკურ მძიმე და ხანგრძლივ ტკივილად გადაიქცეს. ამნაშრომში წარმოდგენილია ავტორისეული ხედვა, თუ რა ცვლილებები უნდაიქნეს განხორციელებული საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, რომზუსტად გაიწეროს, რას ნიშნავს სამედიცინო დახმარება და პატიმრის თანხმობის გარეშე პატიმრის შიმშილობის რა ეტაპზე შეიძლება აღნიშნული სამედიცინო დახმარების გამოყენება. რამდენიმე დასავლური ქვეყნის საერთაშორისოპრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დანახულ იქნეს მნიშვნელოვანი პრინციპები და სტანდარტები, რისი გამოყენებითაც ხდება ხელოვნური (იძულებითი) კვებისთვის, იძულებითი მკურნალობისთვის და იძულებითისამედიცინო გამოკლვევისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ასევე,ჩემი მოსაზრებით, ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებითშექმნილი სტანდარტები შეიძლება კარგად მიესადაგოს იმ შემთხვევას, როდესაც პატიმარი უგონო მდგომარეობაშია და წინასწარ მას საკუთარი პოზიცია არდაუფიქსირებია ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით. პატიმრის შიმშილობისდაწყების მომენტიდან მთავრობა დგება ორი არჩევანის წინაშე: ან პატიმარიშიმშილით მოკვდეს, ან შესაბამისი ორგანო პატიმრის ხელოვნური (იძულებითი) კვების სახით ჩაერიოს შიმშილობაში. ისმის კითხვა: არსებობს კი მესამეარჩევანი? როცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევს, სახელმწიფომ განმუხტვის გზა უნდა მოძებნოს და არა პირიქით.
ქართულენოვანი ლიტერატურა
- ადამიანის უფლებათა ცენტრი, მსჯავრდებულის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები, თბ, 2014.
- მერდოკი ჯ., ჟირიცკა ვ., არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ციხეში, ეს ნაშრომი ითარგმნა და დაიბეჭდა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ – ფარგლებში, ევროპის საბჭო, 2016, 31-32.
- ბათიაშვილი ი., საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ეროვნული კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის კონტინუუმში, თსუ-ის „სამართლის ჟურნალი“, N2, თბ., 2021, 22.
- საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ანგარიში სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2014 წლის 27-28 ნოემბერი).
უცხოურენოვანი ლიტერატურა
- Gordon A., The Constitutional Choices Afforded to a Prisoner on Hunger Strike: Guantanamo,Santa Clara Journal of International Law 345, 2011.
- Powell S., Constitutional Law-Forced Feeding of a Prisoner on a Hunger Strike: A Violation ofan Inmate’s Right to Privacy, North Carolina Law Review, Vol. 61, N4, Article 5,1983.
- United Nations, Office of the High Commissioner for Human Rights, Human Rights in theAdministration of Justice: A Manual on Human Rights for Judges, Prosecutors and Lawyers,International Legal Standards for the Protection of Persons Deprived of Their Liberty, Chapter 8,New York and Geneva, 2003.
- Council of Europe, European Court of Human Rights, Guide on the case-law of the EuropeanConvention on Human Rights, Prisoner’s Rights, Updated on 31 December 2021.
- Lempel J., Force-Feeding Prisoners on a Hunger Strike: Israel as a Case Study in InternationalLaw, Harvard International Law Journal, 2019.
- Cousins S., Blencowe N., Blazeby J., What is an invasive procedure? A definition to inform studydesign, evidence synthesis and research tracking, BMJ Open, 2019, 2.
- Levush R., Israel: Law Authorizing Force-Feeding of Prisoners Held Constitutional, Law Libraryof Congress, 2016,
- Cloon S., Competent Hunger Strikers: Applying the Lessons from Northern Ireland to the ForceFeeding in Guantanamo, Notre Dame Journal of Law, 2017, 387-388.